1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროდასავლური კურსი და ღირებულებები - ოპოზიცია მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

 

ბიზნესიდან პოლიტიკაში - „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. 

ოპოზიციაში მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძის განაცხადი, ნიშნავს რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათი აზრით, საზოგადოებრივი მოძრაობა დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პარტიად მალევე გადაკეთდება.

ოპოზიციაში ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი პარტიის ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვევა, მოძრაობას პოტენციურად პარტნიორად განიხილავს.ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ მისი საზოგადოებრივ მოძრაობა პროდასავლური კურსის იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრი კითხვაა, ვინ იქნება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის გვერდით.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ხაზარაძის გვერდით შესაძლოა იყვნენ ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები