მსოფლიო
პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავს
2019-07-09 10:35:43
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავთ. ტერიტორია პოლიციამ ჰომოფობიური აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაატოვებინა.
ლევან ვასაძის მხარდამჭერები აპროტესტებენ, რომ სამართალდამცველები მათ ძალის გამოყენებით ატოვებინებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდებარე ტერიტორიას.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყველას დაატოვებინეს, მათ შორის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი დგას.
კომენტარები