1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზიუგანოვი: "დაისაჯონ ისინი, ვინც მტრულ პროპაგანდას ეწევა, ან უბრალოდ, უღირსად აკომენტარებს ზოგიერთ მოვლენას"

მომხრე ვარ, რომ დაისაჯონ ისინი, ვინც მტრულ პროპაგანდას ეწევა, ან უბრალოდ, უღირსად აკომენტარებს ზოგიერთ მოვლენას - ეს განცხადება რუსი კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა გააკეთა, მისი განცხადებით, საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის ინიციატორები უნდა დაისაჯონ, მაგრამ, ამასთან, მისი თქმით, რუსეთს არ უღირს, უარი თქვას ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებაზე.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ დაისაჯონ ისინი, ვინც მტრულ პროპაგანდას ეწევა, ან უბრალოდ, უღირსად აკომენტარებს ზოგიერთ მოვლენას. ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის განცხადებები რუსეთის ხელმძღვანელობისადმი რჩება ყოველი კომენტარის მიღმა. როდესაც ჩვენ ვამბობთ იმ სანქციების არაეფექტურობაზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ ამერიკა და ევროპა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ასეთი სანქციები სხვებთან მიმართებაში კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ, უნდა დაიყოს ისინი, ვინც მოწინააღმდეგეა მათგან, ვინც კეთილსინდისიერად შრომობს და და ჩვენ მშვიდობას გვისურვებს და სურვილი აქვს, ჩვენთან აქტიურად განავითაროს ურთიერთობა,“ - განაცხადა ზიუგანოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები