საზოგადოება
პუტინის გინების შემდეგ ჯგუფმა Ласковый май საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა
2019-07-08 16:56:30
საბჭოთა და რუსული ესტრადის ჯგუფი „ლასკოვი მაი“ (Ласковый май) აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინების შემდეგ, საქართველოში გასტროლით აღარასოდეს ჩამოვა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ პროდიუსერმა ანდრეი რაზინმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან გიორგი გაბუნიას, ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავის შეურაცხყოფის გამო, ურჩხული უწოდა და ჯოჯხეთში დაწვა უსურვა.
„მივმართავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და არასოდეს გაემგზავრონ საქართველოში მანამ, ვიდრე ასეთი ნაბიჭვრები მიწაზე დადიან“, – წერს პროდიუსერი „ინსტაგრამზე“.
„Ласковый май“ 1986 წელს შეიქმნა და 1991 წელს დაიშალა. მათი ყველაზე ცნობილი სიმღერა „თეთრი ვარდები“ („Белые розы“) იყო. ჯგუფი პერიოდულად მართავს კონცერტებს, თუმცა მასში ყოფილი სოლისტი იური შატუნოვი არ მონაწილეობს.
კომენტარები