საზოგადოება
ტელევიზიით პუტინის გინების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს - ღურწკაია
2019-07-08 14:47:08
ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი, დიანა ღურწკაია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში ვლადიმერ პუტინის გინების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს. ამის შესახებ ღურცკაია სახელისუფლებო გამოცემა Ria-ს ესაუბრა.
"ეს ძალიან სამარცხვინოა. ტელევიზიაში მსგავსი გამონათქვამები ვინმეს მისამართით უბრალოდ დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცე", — აღნიშნა მომღერალმა.
კომენტარები