მსოფლიო
"რუსთავი 2" არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს - ნიკა გვარამია
2019-07-08 00:01:41
"რუსთავი 2" არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს" - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა "კვირის აქცენტების" ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა
„ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი თავის დაცვის ინტერესად მიიჩნევს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს და შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე მიიჩნევს გამართლებულად. არხის ეთერში თვითგამოხატვას, იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს თავისი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც დამირღვევია არაერთხელ, თუმცა ამ დარღვევასაც აქვს მისი ფორმა. წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებას და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში და ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს, ეს არის ნომერ პირველი არხი საქართველოში,"-აცხადებს ნიკა გვარამია.
კომენტარები