1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ზომები, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა, არასამართლიანი, არასაჭირო და არაპროპორციული იყო"

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ზომები, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა, არასამართლიანი, არასაჭირო და არაპროპორციული იყო.

ამასთან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.

„ზომები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში განახორციელა რუსეთმა, ეს იყო ფრენების გაუქმება საქართველოსთან, ასევე მოწოდება, რომ საქართველოში ტურისტები არ ჩამოსულიყვნენ, თავისი მოქალაქეები, ეს იყო არასამართლიანი, არასაჭირო და არაპროპორციული. თუმცა მინდა, განსაკუთრებული ყურადღება  გავამახვილო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე. ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, ვინაიდან უფრო ართულებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, უზღუდავს მათ გადაადგილების საშუალებას და ქმნის სერიოზულ პრობლემას“, – განუცხადა ელიზაბეთ​ რუდმა საქართველოს პირველ არხს. 

მისი თქმით, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში იყო განხილული.

„მოვუწოდებთ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას, მოხსნას არსებული შეზღუდვები და ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქართველოში აშშ-ში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები