0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

300 000 ბოთლი ღვინო - საქართველოში ჩამოსული ტურისტები აეროპორტებში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მესაზღვრეები ქართული ღვინით დაასაჩუქრებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანიისთვის 300 000 ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს შეისყიდის, რომელზეც დატანილი იქნება სპეციალური ეტიკეტი. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი დღეს დასრულდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იყო. გამოვლენილია პრეტენდენტიც, მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადამოწმება.

სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.

ღვინოებით ტურისტები თბილისში, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაჩუქრდებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუმარტეს, ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია, რაც ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები