საზოგადოება
გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
2019-07-04 13:03:31
51 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.
მსახიობს რამდენიმე წლის სინ, მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.
მისი გარდაცვალების შესახებ ბასტი-ბუბუს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე წერს:
"აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.... გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს", - წერს სხვიტარიძე.
კომენტარები