საზოგადოება
ყაზბეგში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს
2019-07-03 17:24:30
ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.
კომენტარები