1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დემოკრატიისა და თანასწორობის ხელშეწყობა რუსეთში კვლავ დიდი ზეწოლის ქვეშაა" - "ფრიდომ ჰაუსი"

"თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის ხელშეწყობა რუსეთში კვლავ დიდი ზეწოლის ქვეშაა," - განცხადებას ამის შესახებ გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" აქვეყნებს.

დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ ფონდ "თავისუფალი რუსეთის" არასასურველი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების საპასუხოდ გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესხმის თავს რუსეთის სახელმწიფო თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოებისთვის საჭირო ინსტიტუტებს.

"არასასურველის" სტატუსის გამოყენება, სანდო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ძირის გამოსათხრელად, აჩვენებს რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის ფართო ინტერესების უგულვებელყოფას,"- განაცხადა "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტმა მაიკლ აბრამოვიჩმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები