0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ

შსს ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან.

„მიმდინარე წლის 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები. ღონისძიებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები