მსოფლიო
საქართველოში ეტყობა დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი შეხედულება აქვს პატიოსნებასა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ - კარასინი
2019-07-02 13:44:39
ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა მოახერხეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების მიტრიალება რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაფერი პოზიტიური საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რასაც ერთობლივად ვქმნიდით 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო უკვე მუშაობდა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მყიფეა და ბრბოს შეუძლია გადათელოს საქართველოს მაღალი რანგის პოლიტიკოსების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე. ჟურნალისტმა კარასინს შეახსენა, რომ ანტირუსული პოზიციებიდან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც გამოვიდა.
„საქართველოში ეტყობა დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი შეხედულება აქვს პატიოსნებასა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ. იძულებუილები ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და გავანეიტრალოთ. იმედი მაქვს ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ ჭკუაზე მოიყვანა ისინი, ვისაც სურს ცინიკურად მოაგროვიოს ქულები პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკის და მუქარის ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, მხარი დაუჭირონ სწორედ კონსტრუქციულ მიდგომებს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
კომენტარები