1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. უკრაინაში საქართველოს ელჩს, გელა დუმბაძეს სტატუსი შეუჩერდა და ის საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე დაინიშნა.  

„როგორც მოგეხსენებათ, დიპლომატიურ სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება როტაციის პრინციპით.​ ასე მოხდა გელა დუმბაძის შემთხვევაშიც. სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში – საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ამის შესახებ ცნობილია თავად გელასთვის და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასთან კონსულტაციის შედეგად“, – აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები