1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ერთგვარი პროვოკაცია იყო - კობახიძე გავრილოვთან გადაღებულ ფოტოზე

როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო -  აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 19 ივნისს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით. კობახიძის განმარტებით, გავრილოვი თავად მივიდა მასთან სურათის გადასაღებად. 

"როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა,"- განაცხადა კობახიძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები