მსოფლიო
თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება
2019-07-01 14:26:14
სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1 ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
კომენტარები