მსოფლიო
ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს დამისვათ კითხვა, არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას - ქათამაძე რუსეთში გამართული კონცერტისთვის ბოდიშს იხდის
2019-07-01 10:42:38
ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს დამისვათ კითხვა, არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას - ეს განცხადება, მომღერალმა ნინო ქათამაძემ, რუსეთში გამართულ კონცერტზე საუბრისას გააკეთა.
ქათამაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ქათამაძემ მოსკოვში გამართული კონცერტისთვის ბოდიში მოიხადა.
მისი თქმით, ის ახალგაზრდების მოთხოვნას სრულად იზიარებს და აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, გახარიამ კი პოსტი უნდა დატოვოს. მომღერალმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ 22 ივნისს რუსეთში მან ბოლო კონცერტი ჩაატარა და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
„მეც არ მომწონს ის, რომ პოლიტიკოსებს აქვთ საშუალება, რომ გამოვიდნენ, მაგრამ აქ ხომ სხვა ადამიანებიც არიან და მათ უნდათ ერთი რამ, რომ საქართველოში დამნაშავე ისჯებოდეს.
დღეს არის ხვალინდელი დღისთვის ბრძოლის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს სიმღერა, რომ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, ხოდა დღეს არის აწმყო და მოდით აქ.
ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს არ დამისვათ კითხვა ამის შესახებ, რადგან მე არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას,“-განაცხადა ნინო ქათამაძემ.
კომენტარები