1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ შესაძლოა, აქციის დაშლის გადაწყვეტილება რამდენიმე პირს მიეღო

იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აქციის დარბევის დროს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მან არ იცის ვინ გასცა ბრძანება, მაგრამ ფიქრობს, რომ შესაძლოა, აქციის დაშლის გადაწყვეტილება რამდენიმე პირს მიეღო.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაურბის. გვარები და სახელები, ვინ რა ბრძანება გასცა ეს მე არ ვიცი და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სავარაუდოდ, ეს არ იყო ერთი ბრძანება, იყო რამდენიმე ბრძანება, ან ხანდახან, რისი უფლებაც აქვს საფრთხესთან მებრძოლ ადამიანს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები,“-განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, 20 ივნისს სახეზე იყო ლეგიტიმური ძალის გამოყენება, რადგან პოლიციამ მოიგერია პარლამენტზე მიტანილი შტურმი.

„არსებობს ე.წ. პროპროციულობის ტექსტი,რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ინდივიდუალურად სამართალდამცველმა, სტრუქტურის წარმომადგენელმა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში,რ ოდესაც იყენებს ძალას. ამ ტესტის ნაწილია, მიზანი,რისთვისაც გამოიყენებოდა ძალა იყო ტუ არა ლეგიტიმური, ამაზე ცალსახა პასუხია, რომ, მიზანი რის გამოც ძალა იქ ნა გამოყენებული იყო ლეგიტიმური,“-აცხადებს მინისტრი.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ პირდაპირ ეთერში გასული კადრებით იმსჯელებს, შემთხვევების უმრავლეს ნაწილში გამოყენებული ძალა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მოსაგერიებლად იყო თანაზომიერი, ანუ პროპორციული.

„ამას პირველივე დღიდან ამბობდა შს მინისტრი, იყო შემთხვევები, როდესაც არის სერიოზული კითხვები, ეს ტესტი იყო თუ არა პროპორციული. როცა ადამიანი იდგა კიბეზე და ჩვენ გვეჩვენება რომ ის მონაწილეობდა შტურმში, გამოძიება უნდა გასცეს კითხვები, რა ფორმით მონაწილეობდა შტურმში  შეგვეძლო ხელის მოკიდება და ამ ადამიანის გამოყვანა,თუ გარდაუვალი იყო რეზინის ტყვიის ან გაზის გამოყენება. ვფიქრობ ეს კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც ჰქვია პოლიციელი ა და ესროლა მოქალაქე ბ-ს, ამ კონკრეტულ ორ ინდივიდს შორის ურთიერთობა იყო ისეთი თუ არა, რომ გარდაუვალი იყო ის მძიმე შედეგი, რაც დადგა,“-ამბობს წულუკიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები