1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ბახტაძე - ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა

ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენებზე სასაუბროდ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ საჭიროებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, თუმცა მამუკა ბახტაძეს არ უთქვამს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებზე საუბრობდა. 

"ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორიო პარტნიორი. რა თქმა უნდა ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენს როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები , ხომ არ მოხდა გარკვეული სამართადამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. მიმდინარეობს გამოძიება, მას ში ჩართულია სახალხო აპარატი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის მაღალი ხარისხით,"-განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები