პოლიტიკა
ნიკა მელიას საქმე - პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
2019-06-28 11:19:01
გენერალური პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უწყებამ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას კონკრეტულ შეზღუდვებთან ერთად, 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები