1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია" - გიორგი კონდახაშვილი

საქალაქო სასამართლოს ფოიე სავსეა. ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვის დასასწრებლად მივიდნენ. ხალხის სიმრავლის გამო შეიცვალა დარბაზიც. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პროცესი მეთოთხმეტე დარბაზში გაიმართებოდა, თუმცა მისი სიმცირის გამო, პროცესი მეორე დარბაზში ჩაინიშნა, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, საეჭვოა რომ ყველამ შეძლოს დარბაზში შესვლა.

თავად ნიკა მელია სასამართლოში უკვე მივიდა. ადგილზე იმყოფება მისი უფლებადამცველიც. გიორგი კონდახაშვილი მოუწოდებს მოსამართლეს რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ნუ მოექცევა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.

„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია. განახორციელოს  სამართლიანი მართლმსაჯულება და უარი თქვა ნიკა მელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან თვითონ. მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის შანსი რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს, აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოსამართლე შეისმენს ათი ათასობით ადამიანის ხმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი რომელიც სასამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოში,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა. 

მოქალაქეების დიდი ნაწილი დარბაზში შევსლას ვერ ახერხებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები