1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბედუკაძე რუსულ გაზეთს: პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს

27 ივნისს ციხის კადრების ავტორმა და გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ რუსულ ტაბლოიდ გაზეთთან კომსომოლსკაია პრავდა ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თქვა, რომ 2008 წლის მსგავსად პუტინს ამ ჯერზეც ტანკები უნდა შემოეყვანა.

მაშინ, ​როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, საშიში იყო თუ არა რუსებისთვის საქართველოში ჩამოსვლა მან უპასუხა - "რათქმაუნდა არა, თუმცა... პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას!"

გაზეთი წერს, რომ მისი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ბედუკაძე ქვეყნის ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი გადა და რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების განლაგებისკენ მოუწოდა.  

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთი წერს, რომ ბედუკაძის თქმით, რუს დეპუტატზე თავდასხმა ვაშინგტონის ბრძანებით მოხდა. ვლადიმერ ბედუკაძე გაზეთთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ ქართველი ისეთ ნაციონალისტ, პროამერიკელ და პროევროპელ კანდიდატს აძლევს ხმას, როგორიც, მაგალითად, სააკაშვილია, რომელსაც "დასავლეთი აკონტროლებს". თუმცა, მისი აზრით, "ხალხი ხმას აძლევს ერთს, ხოლო ხმები სხვას მიეწერება."

ბედუკაძე იმასაც ფიქრობს, რომ ქართველთა 80% "მთელი გულით რუსეთისკენ არის" და მათ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი უშლით ხელს. მისი თქმით, ქალაქ ბათუმში ყველაფერი რუსულია - "სიმღერები, მენიუ, ნიშნები". ვლადიმერ ბედუკაძეს ამბობს, რომ თუ რუსი ტურისტები საერთოდ არ ჩავლენ ამ ქალაქში, ბათუმი მოჩვენებათა ქალაქი გახდება.

"რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!" - ამბობს ბედუკაძე რუს ჟურნალისტთან საუბრისას. 

წყარო :http://www.tabula.ge/ge/story/151401-bedukadze-rusul-gazets-putinis-adgilas-tankebs-shemovikvandi-rogorc-2008-tsels?fbclid=IwAR2ROL6XzbHU0Pza7uzxOVWLx26w-RFezbWnRSD3Igpz8A6car4JknyXNS8

კომენტარები

მსგავსი სიახლეები