მსოფლიო
არსებობს მიმალვის საფრთხე - ნიკა მელიას საქმის პროკურორი სასამართლოში მივიდა
2019-06-27 14:06:34
საქალაქო სასამართლოში, სადაც რამდენიმე წუთში, ნიკა მელიას პროცესი უნდა დაიწყოს, პროკურორი, ამირან გულუაშვილი მივიდა.
შენობაში შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილოს და ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებაზე თანხმობა გასცეს.
„მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეაფრდებული გირაო აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული, დაარღვია, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად.
„რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს, სასამართლოს მხრიდან, მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი,“ - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმეში აქვთ არა მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, არამედ იმ მოქალაქეებისაც, ვინც აქციაზე პარლამენტის წინ იმყოფებოდა. პროკურორის თქმით, არსებობს ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე, რადგან გუშინ ის საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა.
რაც შეეხება, ნიკა მელიას საქმეში ერთ მოწმეს, ალექსი ბუიშვილს, რომელიც როგორც გაირკვა, კირკიტაძის საქმეშიც ფიგურირებს, ამაზე პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დავით კირკიტაძის საქმეში ეს პირი მოწმე არ იყო.
კომენტარები