პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ამასობაში, ჯალათები გასარუჯად გაუშვიათ ანტალიაში. ცხადია, ჩვენ ხარჯზე, გადასახადების გადამხდელების. ანუ ჯერ ხო ჩვენი თვალების დათხრაში ვუხდით, ახლა კიდე რეაბილიტაციაში
2019-06-26 18:03:36
ამასობაში, ჯალათები გასარუჯად გაუშვიათ ანტალიაში. ცხადია, ჩვენ ხარჯზე, გადასახადების გადამხდელების. ანუ ჯერ ხო ჩვენი თვალების დათხრაში ვუხდით, ახლა კიდე რეაბილიტაციაში - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსეში.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს. ამის შესახებ „კურიერს“ სპეციალური ავიარესის ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა და ფოტო მიაწოდა. ამავე მგზავრის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს.
კომენტარები