0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შვილი როგორ გამიბედავს რუსთაველზე გასვლას, თავს მოვაჭრი” – სამტრედიის სოფლის რწმუნებული

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებული სოფიკო კიკაჩეიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გასვლას ვერ გაუბედავს, რადგან “თავს მოაჭრის”. 

ქუთაისი პოსტისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში კიკაჩეიშვილი ამბობს, რომ მას რუსეთი მოსწონს და ევროპა არ უნდა. 

“მართლმადიდებლური ქვეყანაა და კარგია, სარწმუნოება ერთი გვაქვს, ყველაფერი კარგი იქ არის… საჭმელი, სასმელი. აბა, ევროპა ჯობია? ევროპა? “პიდარასტების” და “ცისფერების” და “ლეზბოსელების” ქვეყანა? მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები. ოკუპანტია, თუ რაც არის, თურქეთი არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხო გვაქვს ახლა ურთიერთობები? რუსეთ-გერმანია როგორ იყო, მაგრამ ხო აქვთ ახლა დალაგებული ურთიერთობები,”- ამბობს კიკაჩეიშვილი. 

მისივე შეფასებით, რუსთაველის გამზირზე აქციების ორგანიზატორები “მკვლელები არიან”. 

“რა უნდოდა ამ გზააბნეულ ხალხს რუსთაველის გამზირზე? პატრონი არა ჰყავთ, ვერ გავიგე? შვილი მყავს, როგორ გამიბედავს, იქ წასვლას? თავს მოვაჭრი. მე თუ რაღაც არ მომწონს, მკვლელი რად მინდა აქციის ორგანიზატორად, ა?” – ამბობს კიკაჩეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები