1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეს არის დროის გაწელვა ხელისუფლების შესანარჩუნებლად"- ოქრუაშვილი

ეს არის დროის გაწელვა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მთავარ მოთხოვნაა, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს - ეს განცხადება, „პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

„ეს არის, პირველ რიგში, დროის გაწელვის მცდელობა, რათა მან ხელისუფლება შეინარჩუნოს, ეს არის პოლიტიკური პარტიების დაქსაქსვის მცდელობა და ეს არის მათთან ვაჭრობის მცდელობა. რაც შეეხება, ივანიშვილის ზოგადად განწყობას და გადაწყვეტილებას, მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს სამი-ოთხი ადამიანი პოლიტიკური სპექტრიდან და ერთ-ერთი შეიძლება მათ შორის მეც ვიყო და ყველაზე მეტად მას ყელში გამოჩხერილი ჰყავს "რუსთავი 2". შემდეგი წელიწადნახევრის განმავლობაში, ის შეტევას მიიტანს, როგორც გუშინწინ ღამ მიიტანა შეტევა საკუთარ ხალხზე, შეტევას მიიტანს "რუსთავი 2"-ზე. ასე, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მისი ეს კატა-თაგვობანას თამაში, ბოლოს ის კატას გამოთხრის, მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების დევნას, მისი გადასაწყვეტია ეს. ამაში ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, სამართლებრივი საფუძველი მას ამის არ გააჩნია. თუმცა, ნებისმიერი სახის ასეთი ტიპის ქმედება ხელისუფლების მხრიდან, ავტომატურად გააღრმავებს უფრო მეტად პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, უფრო მეტად დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან წასვლას,“- ამბობს ოქრუაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები