მსოფლიო
კობახიძემ და ზურაბიშვილმა ვიზიტები შეწყვიტეს
2019-06-21 11:44:14
პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მასთან ერთად თბილისში ბრუნდება დელეგაციის ნაწილი. შესაბამისად, გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
ირაკლი კობახიძესთან ერთდა საზღვარგარეთ ვიზიტი თბილისში განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა პრეზიდნეტმა. სალომე ზურაბიშვილი მინსკიდან თბილისში ბრუნდება. პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა
კომენტარები