მსოფლიო
"შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო"- მარშანია "ქართული ოცნების" წევრებს
2019-06-11 15:53:16
შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო - ამ განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ, "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა.
მარშანია დავით გარეჯის საკითხზე საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ითხოვს.
„მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად და არა კულვარულად, სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ, სამჯერ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო მე პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ აქ,“-განაცხადა მარშანიამ.
კომენტარები