საზოგადოება
ასე რატომ მიგვატოვე, საყვარელო მუხბე! - 25 წლის ბეთქილ გულბიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
2019-06-04 23:31:17
თვითმკვლელობის მორიგი შემთხვევა საქართველოში - 25 წლის ბეთქილ გულბიანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში(სვანების დასახლება). ახალგაზრდა მამაკაცი ახლობლებმა სოფლის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ბეთქილ გულბანს ცოლი და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უვაჟკაცესი და ყველასთვის საამაყო ბიჭი დავკარგეთ - ბეთქილ გულბიანი.
ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული, მუხბე!
ვერ ვაკავებთ მწუხარებას
ცრემლად გადმოხეთქილს,
შენი წასვლით ჩამოგვექცა
ზეცა, ძმაო, ბეთქილ!
სვანეთის მთებს ატორტმანებს
მოთქმა სვანურ ზარის
და მუხლს იყრის შენს ცხედართან
ლაშხელების ჯარი.
ახლა, ყოფას გამწარებულს
ჩვენც სიკვდილი გვიჯობს,
ასე რატომ დაგვამწუხრე,
მხიარულო ბიჭო!
მუხბე, ეს რა ტკივილია,
ცრემლიც აღარ გაშრა,
ამ ცხოვრებამ როგორ გძლია,
გულუშიშარ ვაჟკაცს!
ნათელი ცა გაშავდა და
თითქოს მზეც თავს იხრჩობს,
რატომ აღარ იღიმიხარ,
ჯიგრიანო ბიჭო!
ღმერთმა მოგვცეს ძალა ამ ჭირს
მედგრად რომ დავუხვდეთ!
ასე რატომ მიგვატოვე,
საყვარელო მუხბე!
ბევრი გავა უშენობით
დარდიანი წლები,
მიდიხარ და მაინც ჩვენთან,
მაინც ჩვენთან რჩები.
ვერ ვაკავებთ მწუხარებას
ცრემლად გადმოხეთქილს,
შენი წასვლით ჩამოგვექცა
ზეცა, ძმაო, ბეთქილ!
ჩოლურელი
კომენტარები