საზოგადოება
დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ
2019-06-03 18:09:06
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც "კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა".
ბავშვის ბებიის ინფორმაციით, გოგონამ მასწავლებლის ქმედების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობა, შევიწროების ფაქტები კი ტელეფონზე ჩაიწერა. თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს თავად სკოლის დირექტორი.
"ჩვენი სკოლოს 82 წლის პედაგოგი ცდილობდა ლტოლვა გამოეხატა 12 წლის გოგონას მიმართ და მას უყვებოდა წარსულში მომხდარ ამბავს. ბავშვმა თვითონ გვითხრა ამის შესახებ და მაშინვე ვაცნობეთ ყველა შესაბამის ორგანოს. ამ ეტაპზე ეს პიროვნება ჩვენს სკოლაში აღარ მუშაობს," - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშორებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.
"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები