1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟვანიას მოედანზე გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა

ჟვანიას მოედანზე გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა.

 დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა. 

ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსალხეობას კომპანია "ჯორჯიან უითერ ენდ პაუერი აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექოტრი გამგებელთან ერთად ამ წუთებში მგალობლიშვილის ქუჩაზე იმყოფება, სადაც ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები