1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე , ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები. ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩაატარა. 

"დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:

1) ბათუმის ყოფილი მერი გ.ე. 

2) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.

3) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ. 

4) ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.

5) ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ. 

6) ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. 

7) ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.,"-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები