1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბავშვო ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა.

ქვემო მაჩხაანის ბაღში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. 

შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მასზე 3000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სოფელ ზემო ბოდბეს. ჭერი საბავშვო ბაღში ორი დღის წინ ჩამოინგარა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი მადონა ბატიაშვილი მომხდარს სავარაუდოდ, სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.

„ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა და პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებს საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყეს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული", - განმარტა ბატიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები