პოლიტიკა
ბოკუჩავა:"დარწმუნებული ვარ, აღდგება სამართლიანობა და გამოსწორდება ის უსამართლობა, რის წინაშეც ახლა მიხეილ სააკაშვილი დგას საქართველოში"
2019-05-29 13:47:15
სწორი გადაწყვეტილება - ასე აფასებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას.
„რა უსამართლობაც არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ოლიგარქის ხელით, ეს უსამართლობა ყოველთვის გასწორდება. ამას უნდა უბრალოდ დრო და ხალხის ნება. სწორედ ხალხის ნებაზე დაყრდნობით და მისი ასახვით მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე აღდგება სამართლიანობა და გამოსწორდება ის უსამართლობა, რის წინაშეც ახლა მიხეილ სააკაშვილი დგას საქართველოში. იმიტომ, რომ ოლიგარქების უკანონო გადაწყვეტილებებს აქვთ ძალიან მოკლე ვადა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
კომენტარები