მსოფლიო
დავით გარეჯში აქცია პატრიარქის მოწოდებით დაიშალა
2019-05-28 16:27:21
დავით გარეჯში აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩენას დღის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა პატრიარქის მოწოდებით, მათ აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს.
„გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ - დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტური კოშკამდე მსვლელობა ათასობით ადამიანმა გამართა. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ.
აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ. თუმცა, დღეს აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის სიახლოვეს არ გამოჩენილან.
კომენტარები