1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია შეწყდეს იქ მიმდინარე სამუშაოები - დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე

ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დავით გარეჯასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ ხელისუფლებაში.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მალე ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი დადგება. ხელისუფლების წარმომადგენლები,  ყველას ემოციების კონტროლისკენ მოუწოდებენ.

„აუცილებელია, რომ კომისიას მიეცეს შესაძლებლობა და იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიღწეულ იქნა, პირველი რაუნდის შედეგად გაიმართოს უკვე ექსპერტების, ადგილზე, გაცნობითი ვიზიტი, რათა ადგილზე მოხდეს გაცნობა სიტუაციის. ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია შეწყდეს იქ მიმდინარე სამუშაოები, რადგან არავის მიეცეს არასწორი ინტერპრეტაციის საშუალება,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დავით გარეჯში აზერბაიჯანელები გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებდნენ. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც შეუჩერებლად მუშაობდა. ჩაიკეტება თუ არა გზა კიდევ ერთხელ, ამ ეტაპზე უცნობია. დღეს დილიდან დავით გარეჯშიანტისაოკუპაციო მოძრაობა მონიტორინგის განახლებას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები