1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯუნიორ ნბა-ს სიურპრიზი პირდაპირ ეთერში – ეკატერინე წივწივაძე ევროპის ნაკრებში მოხვდა

29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.  

ბოლონიაში გასამართ კემპზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორების, ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორების და ქალთა კალათბურთის კავშირის გადაწყვეტილებით,  შარშანდელი  Junior NBA-ს  საუკეთესო მოთამაშე ( MVP)  ნიკოლოზ აბულაძე   და გამორჩეული მოთამაშეები – ეკატერინეწივწივაძე და თენგო გოგიშვილი გაემგზავრნენ. ქართველ კალათბურთელებთან ერთად კემპზე მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელმა გიორგი რაზმაძემ.

კემპი NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების სამსახურის წევრებმა ჩაატარეს და მისი მიზანი ევროპა – შუა აღმოსავლეთის ნაკრებისთვის შემადგენლობის შერჩევა გახლდათ. კემპის ორგანიზატორებმა ბოლონიის კემპზე ეკატერინე წივწივაძე აირჩიეს, რომელიც 2019 წლის 6-11 აგვისტოს ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა-შუა აღმოსავლეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ჩვენი კონტინენტის ნაკრებისთვის  საბოლოოდ შეირჩა10-10 გოგონა და ბიჭი.

ეკატერინე წივწივაძემ ამის შესახებ  „იმედის დილის“  პირდაპირ ეთერში, მსოფლიო დონის ვარსკვლავისგან გაიგო. გადაცემში „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონი და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ბორის დიაო ჩაერთო, რომელმაც ეკატერინეს ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ნაკრებში მოხვედრა აცნობა. სასიხარულო ინფორმაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ეკატერინე წივწივაძე ემოციებით შეხვდა.

ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ქართველი კალათბურთელი უკვე მეორედ მოხვდა. შარშან, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის ნაკრებში  ჯუნიორ NBA-GBF ლიგაში მოაპარეზე ლუკა ალავიძე აირჩიეს.   

ჯუნიორ ნბა ლიგა  გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით,  კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთობლივი ორგანიზებით.  

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ეკატერინე წივწივაძეს ევროპის გოგონათა ნაკრებში მოხვედრას და  წარმატებას უსურვებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ფედერაცია მოუწოდებს მომავალ თაობას ითამაშონ კალათბურთი და მიიღონ მონაწილეობა ჯუნიორ ნბა-ს პროექტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები