საზოგადოება
“მე ავალ გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება”
2019-05-24 10:07:21
ქორეპისკოპოსი იაკობი დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას გამოეხმაურა”
“ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება,
სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულს დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
კომენტარები