მსოფლიო
მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს
2019-05-23 16:03:51
მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს. მიხეილ დვალიშვილი "იმედთან" საუბარში მომხდარის წინა საღამოს და იმ დილას იხსენებს, როდესაც ბავშვი გარდაცვლილი ნახა:
"შემოვედი ეტლი იდგა ლოგინის გვერდზე. რომ უნდა დამეძინა გადავხედე, ბავშვი სადაა მეთქი მარიამს ვკითხე. მითხრა, რომ ეტლშია სძინავსო. დავწექი დავიძინე." ამბობს ბავშვის მამა. მისი თქმით, ამის შემდეგ უკვე დილით ნახა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, ხოლო ბავშვის დედა არსად ჩანდა:
"აღარ იყო მარიამი და ბავშვი ვნახე გარდაცვლილი დილის 6-ის ნახევარზე."
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბავშვის დედა, 16 წლის გოგონა სახლიდან სხვასთან ერთად გაიქცა, ბავშვის მამა ამბობს რომ არ იცის ვინ არის ეს კონკრეტული პიროვნება, თუმცა მისივე თქმით, ეჭვი ჰქონდა:
"ადამიანი არ ვიცი ზოგადად ვინ არის, რა ქვია, რა გვარია, მაგრამ ეჭვი რომ მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა მინდოდა, რომ გამერკვია რა ხდებოდა ჩემს თავს, ან ჩემს ოჯახში, მაგრამ თუ ჰქონდა დაგეგმილი წასვლა არანაირი პრობლემა, არანაირი შეწინააღმდეგება არ ყოფილა...სულ ტელეფონში იყო. რო ვეკითხებოდი რას აკეთებ, ან დაქალს ვწერ, ან დეიდაშვილს ვწერ, ან მამიდაშვილს, სულ ასეთი პასუხები ჰქონდა. ბოლოს აგერ ვიყავი, შემოვიდა ოთახში ლაპარაკობდა და რომ ვუთხარი მანახე ვის ელაპარაკები წაშლილი მაქო" იხსენებს მოკლული 7 თვის ბავშვის მამა მიხეილ დვალიშვილი.
კომენტარები