1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

საქართველოს საპატრიარქო მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება. სასულიერო პირები და მრევლი დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ.

სახალხო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

ღონისძიებები კი დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდება.

ოჯახის სიწმინდის დასაცავად დილიდან მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკური ორგანიზაცია "ალტერნატივა საქართველოსთვის" შეიკრიბება, რუსთაველის გამზირზე კი, მსვლელობას გეგმავს "ქართული მარშიც".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები