1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქციით არ გააპროტესტებენ

17 მაისს, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ.  "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.

სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. აქტივისტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მანიფესტაციების გამართვას ერიდებიან.

„ხელისუფლებას უამრავი წელი ჰქონდა, თუმცა მათ არც ერთი  ნაბიჯი არ გადადგეს, რომ აღმოეფხვრათ სოციალური უთანასწორობა და ლეგენდები თუ მითები, რაც ლგბტ  ადამიანების წინააღმდეგ არსებობს.

კომპანია „ალმა“, რომელიც ფაქტობრივად მონოპოლისტია ამ ბაზარზე გვითხრეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მომატებულია ვანდალიზმის საფრთხე, ვერ მიიღებენ აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას. კომპანია „ალმას“ მხრიდან ჩვენი აზრით დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი და ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს და დავიცვათ ჩვენი ინტერესები,“-განაცხადა ”თანასწორობის მოძრაობის” წევრმა ლევან ბერიანიძემ.

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში უკვე წლებია სხვადასხვა აქციით და მსვლელობით აღინიშნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები