მსოფლიო
შეფერხება მეტროში - ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს
2019-05-13 11:38:12
ჩამოტვირთვა
თბილისში, მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა მცირე ხნით შეფერხდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაცალეს და მგზავრებს შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწიათ.
„მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ მატარებლის შემადგენლობა ტექნიკური ხარვეზის გამო დაიცალა. როდესაც მემანქანე გაუმართაობას აფიქსირებს, ის ვალდებულია, იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად. მოძრავი შემადგენლობა შემოწმებაზე გადაიყვანეს და მგზავრებს მოუწიათ ლოდინი შემდეგი მატარებლის მოსვლამდე, დაახლოებით ორი-სამი წუთი“,- განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.
ამ დროისთვის მეტროპილიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
კომენტარები