მსოფლიო
ძლიერი წვიმის შედეგად ალაზანი ადიდდა - ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი გზა განადგურებულია
2019-05-10 18:06:34
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა მთლიანად გაანადგურა.
წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწანის დამაკავშირებელ ხიდამდე მისასვლელი საფეხმავლო გზაც. დატბორილია ეზოები და ნაკვეთები.
ადიდებულ ალაზანს მიაქვს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.
კომენტარები