1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის დაზე დაინიშნა

გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაციის მქონე დავით ფაცაცია, რომელიც ამავე დროს თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრია, ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაზე - ქეთევან კობახიძეზე დაინიშნა.

წლების წინ, ფაცაცია „ოცნების“ ახალგარზდული ფრთის ლიდერი იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უთანხმოების გამო „ოცნება შეწყვიტა“ და თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილ პარტიას შეუერთდა.

დავით ფაცაცია, საჯარო გამოსვლებისას ხშირად მკვეთრ პრორუსულ პოზიციას აფიქსირებს და თამაზ მეჭიაურის პარტიის გარდა, დეკლალირებულად პროროსულ პოლიტიკურ ძალას - პატრიოტთა ალიანსს გულშემატკივრობს.

მას, ცოტა ხნის წინ, ერთერთი ტელევიზიის სტუდიაში ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ - გადაცემის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები