0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“რას დააფრიალებთ ამ ფოტოს და ილანძღებით…ვისი რა საქმეა საკუთარი ახლობლის საფლავზე ვინ რას და რამდენს დალევს”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რას დააფრიალებთ ამ საფლავის ფოტოს ორი მძინარე მთვრალი კაცით და ილანძღებით?! ჯერ ერთი, დიდი ალბათობით, ეს დადგმულია, მეორეც – თუნდაც არ იყოს დადგმული – ვისი რა საქმეა საკუთარი ახლობლის საფლავზე ვინ რას და რამდენს დალევს, იცეკვებს, იტირებს, თუ დაიძინებს?! თქვენს საფლავებთან მოვიდნენ და წაგიბილწეს? ადამიანს პასუხი უნდა მოთხოვო გარემოს დანაგვიანებაზე, სხვის სამფლობელოში უნებართვოდ შეჭრაზე, და თუ ეს არ ხდება და თქვენ არავინ გეხებათ, რას იწყევლებით და ილანძღებით?! არ მოგწონთ? თქვენ სხვანაირად მოიქეცით და მორჩა! ან ვის აქვს უფლება ასე ჩუმად გადაუღოს ფოტო ადამიანს და მერე აფრიალოს წყევლა–კრულვის თანხლებით?! 
ტრადიციებს ვერც ძალით შეინარჩუნებ და ვერც ძალით წაშლი და ეს ქართველების გარდა მგონი ყველამ იცის სამწუხაროდ!

მეორე ფოტო, რომელიც ასევე დიდი მონდომებით ფრიალებს სოციალურ ქსელში – თბილისისკენ მომავალი მანქანები ტრასაზე შესაბამისი კომენტარებით… არ მოგბეზრდათ ხოხბებო ამ თემაზე კაიტიპობა?! ეს ყველგან ასე ხდება, და არა მხოლოდ აღდგომაზე, არამედ ჩვეულებრივ შაბათ–კვირასაც და თუ არ იცოდით, ეხლა გაიგებთ და ეგებ ამან დაგამშვიდოთ ცოტა სნობები! და სანამ ვერ წყნარდებით, ნუ გიკვირთ საიდან ასეთი აგრესიაო…

როდის უნდა მივხვდეთ სად მთავრდება ჩვენი ცხვირის ჩაყოფის ტერიტორია და ეს ენერგია რაიმე სასარგებლოსკენ მივმართოთ? როდის?

მოკლედ რა – რაც ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთის განკითხვაზე ორიენტირებული ხალხია, ყველა ერთად რომ მოგროვდეს, არც დავით გარეჯის პრობლემა გვექნებოდა დღეს და მგონი ტერიტორიებსაც დავიბრუნებდით…

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები