მსოფლიო
პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-04-30 23:52:30
ვერძი თამამი მოქმედებების დღეა. იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებულად იმუშავეთ. თუ გარშემო მყოფებს თქვენს სიმართლესა და იდეებს ვერ არწმუნებთ, დამოუკიდებლად იმოქმედეთ.
კურო
სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ადამიანი, ვისთან ერთადაც გსურდათ თანამშრომლობა, შეიძლება თქვენს ზურგს უკან მოქმედებს.
ტყუპი
ყველა უსიამოვნებას უკან მოიტოვებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ადრე დაწყებული საქმეები. შეიძლება ახალი იდეების განხორციელება მოგინდეთ. გაგიუმჯობესდებათ გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება.
კირჩხიბი
სწავლა ან კარიერა მეტ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან და ცოტა დაძაბულობას მოგიტანთ. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, პედაგოგებთან. ზოგიერთს შეიძლება შეხედულება, გემოვნება შეეცვალოს.
ლომი
წარმატებული და იღბლიანი ხართ. ინიციატივისა და მოქმედებების დღეა. რაც უფრო აქტიურად იმოქმედებთ, მით აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა.
ქალწული
ის, რაც გუშინ მოუგვარებელი პრობლემა გეჩვენებოდათ, დღეს მარტივად მოგვარდება. ექსპერიმენტების განხორციელება ფიზიკურ და სულიერ ძალებს საჭიროებს. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.
სასწორი
დღეს გარშემო მყოფების სურვილები უნდა შეასრულოთ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდეთ. კონკურენტთან ბრძოლისას, კიდევ უფრო მეტი მტერი არ გაიჩინოთ.
მორიელი
ნუ შეუშინდებით რთულ ვალდებულებებს. თქვენ მარტივად გაუმკლავდებით ყველა სირთულეს. ეს განსაკუთრებით ეხება მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში მომუშავეებს.
მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. განსაკუთრებით, სპორტის, პოლიტიკის, სასიყვარულო სფეროში. საკუთარი შრომით მიაღწევთ გამარჯვებას. ის, ვინც ვერ გიგებთ, უნდა ამოშალოთ თქვენი მეგობრების სიიდან.
თხის რქა
აზარტული და აქტიური ხართ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უამრავ საქმეს შეასრულებთ, მაგრამ საღამოს საკმაოდ დაიღლებით. რემონტი, მგზავრობა, და საოჯახო საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმაც. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან.
მერწყული
ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას იმ ადამიანებთან კამათში, ვისაც თქვენი იდეების არ სჯერა ან თქვენთან მუშაობა არ სურს. კარგი დღეა დანაპირების ასასრულებლად. მოერიდეთ გადაჭარბებული სიჩქარით რბოლას, სხვა მძღოლებთან გაჯიბრებას.
თევზები
საიდუმლოებები, ინტრიგები და მინიშნებები კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ რამის მიღწევა გსურთ, გაბედულად იმოქმედეთ. მოიმატებს ხარჯი. გადაიხადეთ ტექნიკის, მოწყობილობების საფასური/ვალი.
კომენტარები