საზოგადოება
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-04-30 10:59:00
ვერძი დღეს საქმეებს, ვალდებულებებს უნდა დაუბრუნდეთ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. კარგი დღეა საჩუქრების შესაძენად.
კურო
ეცადეთ, ყველაფერს მსუბუქად შეხედოთ. ჩაცმულობაში ყურადღება აქსესუარებზე გაამახვილეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.
ტყუპი
უარს ნუ იტყვით გეგმის განხორციელებაზე, მაგრამ ლიდერის როლს მოერიდეთ. საშუალება მოგეცემათ, გამოვლინოთ თქვენი კულინარიული ნიჭი.
კირჩხიბი
იყავით მეგობრული და ნურც ქათინაურებს დაიშურებთ გარშემო მყოფებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან.
ლომი
იყავით მეტად მიზანმიმართული. მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები დასვენებაზე არიან ორიენტირებულები. ნუ იმოქმედებთ ჯიქურ, მოძებნეთ რბილი ხერხები. შეიძლება უსასყიდლოდ დაგეხმაროთ ვიღაც.
ქალწული
ზოგიერთი ახალ საქმიან პარტნიორს -0:05გაიჩენს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
სასწორი
დილიდან სასიამოვნოდ განეწყვეთ. დაიმუხტეთ პოზიტივით, გამონახეთ დრო გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი, ცხოვრების რომანტიკული მხარე.
მორიელი
გარშემო მყოფების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. გაფრთხილდით, ეგოიზმი მარტოობისკენ მიგიყვანთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.
მშვილდოსანი
სასიამოვო მოვლენებით, შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მიუბრუნდით დაწყებულ საქმეებს. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. დაიწყეთ გაჯანსაღების პროცედურების ჩატარება.
თხის რქა
იყავით მეტად მოსიყვარულე ახლობლების მიმართ. საკუთარ თავს არანაირ სიამოვნებაზე (კოსმეტიკური პროცედურა, კერძები) უარი არ უთხრათ. საღამოს დაესწარით კონცერტს, გამოფენას.
მერწყული
შრომა კარგია, მაგრამ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით, მეტად დაისვენეთ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, წაიკითხეთ ან რაიმე საინტერესოს უყურეთ.
თევზები
გააუმჯობესთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ყველგან და ყველა სიტუაციაში კარგად გამოიყურებოდეთ. უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე. განწყობას გაგიუმჯობესებთ შოპინგი.
კომენტარები