საზოგადოება
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ყველა გზა უკვე მეოთხე დღეა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს
2019-04-25 22:57:27
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ყველა გზა უკვე მეოთხე დღეა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. გზა სასულიერო პირებისთვისაც ჩაკეტილია.
აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აღდგომის ტაძრამდე ახალი ბილიკი გაჰყავთ. ახალი გზა ქართულ ტაძრამდე აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიდის.
ტურისტები, რომლებიც ჰოლანდიიდან ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის სანახავად ევროპიდან ჩამოვიდნენ, გზად აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და უკან გამოაბრუნეს.
დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მისადგომთან ამ დროისთვის რამდენიმე ქართველი მესაზღვრე იმყოფება.
კომენტარები