მსოფლიო
„არ უყიდოთ თქვენს შვილებს ჰუმანა იმიტომ რომ ამ კომპანიამ სამი შვილის დედა, ორსული გარეთ მომისროლა“
2019-04-25 11:03:25
კომპანია „ჰუმანას“ ყოფილი თანამშრომელი უჩივის, როგორც ეველინა ჩოხელი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლო პროცესი 1 მაისს გაიმართება.
„მოკლედ ერთ კვირაში 1 მაისს მაქვს სასამართლო. ბავშვთა კვება ჰუმანასთან, გადავხედე ისევ საქმის მასალებს, ნეტავ როგორ გავუძელი ამხელა სტრესს, ნერვიულობას და ცილისწამებას ორსულობის პირველ ტრიმესტრში...ისე გავბრაზდი ეხლა, გამორიცხულია რამემ გამაჩეროს! გამორიცხულია! ყველა ბერკეტი ჩემს მხარესაა, სულ რომ ადვოკატი არ მყავდეს საქმის მასალებიდან გამომდინარე მარტო მოვუგებ თემას! არც ერთი წუთი არ ვუშვებ აზრს რომ წავაგო!!! არ შევარჩენ! ბინძური მეთოდებით ბრძოლას სამართალს დავუპირისპირებ! ყველა ის წუთი რაც მაშინ სტრესის გამო ინფუზიური თერაპიით გავიარე ცხვირ პირში ვადენ! მადლობა უფალს ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი მაინც!
1 მაისს შევხვდებით სხდომათა დარბაზში!
და კიდევ ერთხელ დავძენ ვინც მე ოდნავ მაინც პატივს სცემს, არ დანიშნოთ ჰუმანა! არ უყიდოთ თქვენს შვილებს ჰუმანა იმიტომ რომ ამ კომპანიამ სამი შვილის დედა, ორსული გარეთ მომისროლა, მანამდე მაშანტაჟა რომ განცხადება დამეწერა პირადად და ვერ მიიღო!
თემურ კონიაშვილო ნერვების დაგლეჯვაზე გაცემ პასუხს ზედმიწევნით, კარგად! არ დაგითმობ! არ გაპატიებ! და არ დავივიწყებ იმ სიბოროტეს რაც მომაყენე! მთელი ორსულობის პირველი ტრიმესტრი სტრესის ფონზე საჭმელი არ მიჭამია და გადასხმებით მაცოცხლეს!
ხომ არის კომპანია სულის ღაფვის პროცესში - ჯერ სად ხარ?!
ღმერთი მაღალია!“
კომენტარები