1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აღდგომის დღესასწაულის დღეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27-28-29 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება. 

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძე აცხადებს, დადგენილია 8 მარშრუტი, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ.

„აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია - ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მგზავრობა იქნება უფასო",- განაცხადა მუმლაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები